Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმია დასავლეთ მოსულზე იერიშს იწყებს


ერაყის ხელისუფლებმა გამოაცხადეს, რომ დაიწყო ოპერაცია დასავლეთ მოსულზე კონტროლის კვლავ აღსადგენად. ეს არეალი ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარს უკავია. ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ ალ-აბადიმ ოპერაციის დაწყების შესახებ ტელევიზიით გამოაცხადა. ოპერაციის დაწყებამდე ერაყის ავიაციამ მილიონობით პროკლამაცია ჩამოყარა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, რათა მოსახლეობა გაეფრთხილებინა, რომ დაიწყება იერიში. მოსული ერაყის მეორე ქალაქია სიდიდით და ისლამური სახელმწიფოს ხელში მყოფ დასახლებებს შორის, - უდიდესი. ქალაქზე მთავრობის კონტროლის აღსადგენად ოპერაცია ოქტომბერში დაიწყო. ქალაქის დასავლეთის ამ არეალებში რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG