Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ესტუმრა მუზეუმს დახაუს ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში


აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი მეუღლე კარენთან და ქალიშვილ შარლოტასთან ერთად ესტუმრა მიუნხენის მახლობლად, ქალაქ დახაუში მოქმედ მუზეუმს, რომელიც ნაცისტური პერიოდის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზეა მოწყობილი. ოჯახს ექსკურსია ჩაუტარა აბი ნაორმა, რომელიც გადაურჩა სიკვდილს ბანაკში. პენსმა გვირგვინით შეამკო ყოფილი ბანაკის ტერიტორიაზე მოწყობილი მემორიალი. დახაუს ბანაკში 200 ათასამდე პატიმარი იმყოფებოდა, მათგან 40 ათასი მოკლეს ან მოკვდა. პატიმართა უმეტესობას შეადგენდნენ ებრაელები, ჰომოსექსუალები, ბოშები, ქრისტიანი აქტივისტები და პოლიტიკური დისიდენტები. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ევროპული ტურნეს შემდეგი სადგურია ბრიუსელი, სადაც დაგეგმილია პენსის შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის მესვეურებთან.

XS
SM
MD
LG