Accessibility links

ბელორუსიაში მოეწყო ხალხმრავალი გამოსვლები „მუქთახორობის გადასახადის“ წინააღმდეგ


ბელორუსიაში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, ეგრეთ წოდებული „მუქთახორობის გადასახადის“ წინააღმდეგ. დემონსტრაციები მოეწყო გომელში, ვიტებსკში, გროდნოსა და მოგილიოვში. საოლქო ცენტრებში გამოსვლების მონაწილეები შთაგონებული იყვნენ მინსკში ორი დღის გამართული დემონსტრაციის, „მუქთახორების მსვლელობის“ მონაწილეთაგან. ეგრეთ წოდებული, „მუქთახორობის გადასახადი“ ბელორუსიაში შემოღებულ იქნა 2015 წლის აპრილში. მაშინ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას „სოციალური დამოკიდებულების გაფრთხილების“ შესახებ, რომლის თანახმადაც, ყოველი მოქალაქე, რომელიც არ მუშაობს, იხდის გადასახადს დაახლოებით 170 ევროს ოდენობით. გადასახადის გადახდის პირველი ვადა 20 თებერვალს სრულდება. მოვალეთა ათმა პროცენტმა გადასახადი გადაიხადა. „მუქთახორას“ სტატუსი ბელორუსიაში 400 ათას მოქალაქეს აქვს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG