Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასილაშვილი დამარცხდა მემფისის ჩოგბურთელთა ტურნირის ფინალში


ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის (აშშ) საერთაშორისო ტურნირის ფინალში დამარცხდა ასპარეზობის მასპინძელთან, ამერიკელ რაიან ჰარისონთან (1:6, 4:6), რომლისთვისაც ეს მოგება პირველი იყო პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP-ის) ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში. ბასილაშვილმა უკვე მეორედ მიაღწია ფინალს: შარშან, ავსტრიის ქალაქ კიცბიულში გამართულ ტურნირში მან ასევე დათმო გადამწყვეტი მატჩი. აღსანიშნავია, რომ მემფისის ტურნირის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა დაამარცხა პირველ ნომრად განთესილი ივო კარლოვიჩი (ხორვატია) – 7:6, 6:3.

XS
SM
MD
LG