Accessibility links

ერაყის არმია წინ მიიწევს ექსტრემისტების მთავარი ციტადელის, მოსულისაკენ


ერაყის სამხედრო სარდლობის ცნობით, სამთავრობო ძალებმა ექსტრემ ისტებისაგან გაათავისუფლეს 15 სოფელი, რომლებიც დასავლეთიდან ესაზღვრებიან ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს. ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით მიმდინარე ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში, ერაყის არმია 20 თებერვალს მიუახლოვდა ასევე მოსულის სამხრეთით მდებარე აეროპორტს. იუწყებიან, რომ ექსტრემისტები გააფთრებული წინააღმდეგობით ცდილობენ დაიცვან მათ მიერ დედაქალაქად გამოცხადებული ქალაქი მოსული. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალი-აბადიმ 19 თებერვალს გამოაცხადა ოპერაციის ახალი ფაზის დაწყების შესახებ, რომელიც ექსტრემისტების მთავარი ციტადელიდან განდევნას ითვალისწინებს. მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, აშშ-ის ავიაციის გარდა, მონაწილეობენ შიიტური სახალხო ლაშქარი და ქურთთა შეიარაღებული ფეშმერგას ძალები.

XS
SM
MD
LG