Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ამზადებს რეკომენდაციას ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის შესახებ


პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მალე წარუდგენს რეკომენდაციას, რომელიც შეეხება ავღანეთში მყოფი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო გაზრდას. ჯეიმს მატისმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ელოდება გენერალიტეტის შესაბამის მოხსენებას შექმნილ ვითარებაზე ავღანეთში, სადაც საომარი მოქმედება მე-16 წელია გრძელდება. აბუ დაბიში ყოფნის დროს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მას მრავალსაათიანი ვიდეო-დიალოგი ჰქონდა გენერალ ჯონ ნიკოლსონთან, ავღანეთში მოქმედი ამერიკული არმიის სარდალთან. უფრო ადრე ამერიკელმა გენერალმა ნიკოლსონმა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ მას რამდენიმე ათასით მეტი ჯარისკაცი სჭირდება ავღანეთში მისიის შესასრულებლად. ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვნული კოალიცია, რომლის მთავარი კონტრიბუტორი აშშ-ია, ავღანეთში ადგილობრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების წვრთნისა და კონსულტაციის ამოცანებს ასრულებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG