Accessibility links

ვიცე-პრეზიდენტი პენსი ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს აშშ-ის მიერ აღებულ ვალდებულებაში დაარწმუნებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 20 თებერვალს შეხვდება ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს და შეეცდება დაარწმუნოს ისინი, რომ აშშ-ი ერთგულია მის მიერ, მოკავშირეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისა. მაიკ პენსი 19 თებერვალს ესტუმრა ბრიუსელს, სადაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონლად ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსა და ნატოს გენერალურ-მდივან იენს სტოლტემბერგს შეხევდება. „აშშ-ი ყოველთვის იქნება თქვენი უმთავრესი მოკავშირე, ხოლო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის მოსახლეობა ჭეშმარიტად ერთგული არიან ტრანსატლანტიკური კავშირის მიმართ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. ნატოს წევრ ქვეყნებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ადრე გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ნატო „მოძველებული ინსტიტუტია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG