Accessibility links

რუმინეთში მეოცე დღესაც გაიმართა ანტისამთავრობო აქცია


მიუხედავად სიცივისა და ძლიერი წვიმისა, რუმინეთის ათასობით მოქალაქე გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოცე დღეა გრძელდება. ორგანიზატორთა თქმით, 20 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ სამიათასკაციანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა. ამდენივე ადამიანმა მოიყარა თავი რუმინეთის სიდიდით მეორე ქალაქ კლუჟში. იუწყებიან, რომ საპროტესტო ტალღამ იკლო მას შემდეგ, რაც რუმინეთის მთავრობამ 5 თებერვალს გააუქმა განკარგულება, კორუფციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციის შესახებ. მანამდე თანამდებობიდან გადადგა იუსტიციის მინისტრი ფლორინ იორდაკე მას შემდეგ, რაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია მისი ინიციატივით გაცემულმა განკარგულებამ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG