Accessibility links

ლავროვი უარყოფს მოსკოვის მონაწილეობას ჩერნოგორიის მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ბრალდებები, თითქოს მოსკოვი იდგეს ჩერნოგორიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობისა და პროდასავლური მთავრობის დამხობის უკან. სერგეი ლავროვმა „უსაფუძვლო“ უწოდა დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით, ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მოსკოვმა დაუჭირა მხარი შეთქმულებას გასულ ოქტომბერში. შეთქმულებაში ეჭვმიტანილები, 22 სერბი და ჩერნოგორიელი მოქალაქე, მიზნად ისახავდნენ ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრის მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობას, რასაც ძირი უნდა გამოეთხარა ნატოში ჩერნოგორიის გაწვერიანების პროექტისათვის.

XS
SM
MD
LG