Accessibility links

ჰიტლერის პირადი ტელეფონი 243 ათას დოლარად გაიყიდა


აშშ-ის ერთ-ერთი საგამოფენო სახლის ცნობით, აუქციონზე 243 ათას დოლარად გაიყიდა ტელეფონი, რომლითაც ნაცისტური გერმანიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი მგზავრობისას სარგებლობდა. მერილენდში გამართული აუქციონის ორგანიზატორები საიდუმლოდ ინახავენ იმ პირის ვინაობა, ვინც ეს ნივთი შეიძინა. ტელეფონის აპარატი ჰიტლერის ბუნკერიდან 1945 წელს, ერთ-ერთმა რუსმა ოფიცერმა წაიღო. მოგვიანებით ეს ნივთი ბრიტანელი ჯარისკაცის, რალფ რეინერის კუთვნილებად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, გასაყიდად ტელეფონი აუქციონზე სწორედ რეინერის შვილმა გამოიტანა. ტელეფონი, რომლითაც ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგულარულად სარგებლობდა, ფირმა "სიმენსის" მიერ არის დამზადებული. მასზე ამოტვიფრულია ჰიტლერის სახელი და სვასტიკა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG