Accessibility links

გარდაიცვალა გაეროში რუსეთის ელჩი, ვიტალი ჩურკინი


ნიუ-იორკში გარდაიცვალა გაეროში რუსეთის ელჩი, ვიტალი ჩურკინი. ამის შესახებ გამოაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში არ არის მოყვანილი ჩურკინის სიკვდილის გარემოებები. მასში სამძიმარს უცხადებენ ჩურკინის ოჯახს და აღნიშნავენ, რომ დიპლომატი „მოულოდნელად“ გარდაიცვალა ერთი დღით ადრე, ვიდრე 65 წელი შეუსრულდებოდა. ჩურკინი გაეროში რუსეთის ელჩი იყო 2006 წლიდან. მანამდე ის იყო კანადასა და ბელგიაში რუსეთის ელჩი, ნატოში რუსეთის წარგზავნილი. ის ფლობდა რუსულ, მონღოლურ, ფრანგულსა და ინგლისურ ენებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG