Accessibility links

ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი აქვს


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი აქვს - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქს 20 თებერვალს შეხვდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, პატრიარქი დაინტერესებულია იცოდეს მეტი, იმედი აქვს, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება და აუცილებლად მიიჩნევს სიტუაციის დამშვიდებას და სიმართლის გარკვევას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც ბერლინის კლინიკაში 13 თებერვალს გაუკეთეს ქირურგიული ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, 20 თებერვალს დაბრუნდა თბილისში.

XS
SM
MD
LG