Accessibility links

მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც 21 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებში თემაზე „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება - კონფლიქტები ევროპაში.“ დებატების ინიციატორია უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, უკრაინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე დებატებზე სიტყვით გამოვა და შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG