Accessibility links

გერმანელი ნაციონალისტების ლიდერი ფრაუკე პეტრი მოსკოვში შეხვდა პუტინის თანაპარტიელებს


გერმანიის ნაციონალისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისათვის“ ლიდერი, ფრაუკე პეტრი, მოსკოვში შეხვდა პრეზიდენტ პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრებს. პეტრის ოფისმა 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ პეტრი მოსკოვში იყო მიწვეული „თანამშრომლობის“ საკითხებზე სასაუბროდ და გასული კვირის მიწურულს შეხვდა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს, პუტინთან დაახლოებულ პირს ვიაჩესლავ ვოლოდინს, ისევე როგორც მის მოადგილე პიოტრ ტოლსტოის. ამ ცნობაში არ არის ნათქვამი, რა საკითხები განიხილეს პეტრიმ და „ერთიანი რუსეთის“ წევრებმა. ხოლო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ცნობით, მოლაპარაკება შეეხო „პარტიების თანამშრომლობას“, ისევე როგორც „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კონტაქტების განვითარებას“. შეხვედრას დაესწრნენ რუსეთის ულტრამემარჯვენე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრები, ვლადიმირ ჟირინოვსკი და ლეონიდ სლუტსკი. შეხვედრის ფონია გერმანიაში სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება და ვარაუდი, რომ მოსკოვი ცდილობს, გავლენა მოახდინოს არჩევნებზე, ექსტრემისტული ძალების მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG