Accessibility links

ტრამპმა გენერალი მაკმასტერი წარადგინა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალ-ლეიტენანტი ეიჩ.არ. მაკმასტერი წარადგინა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად. ეს თანამდებობა მაიკლ ფლინის გადადგომის შემდეგ გათავისუფლდა. ტრამპმა 20 თებერვალს ფლორიდის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მაკმასტერს უწოდა „უდიდესი ნიჭისა და უდიდესი გამოცდილების მქონე კაცი“. მაკმასტერი სპარსეთის ყურის პირველ ომში, ავღანეთსა და ერაყში იბრძოდა, არის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი და წიგნების ავტორი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მისი წინამორბედი, მაიკლ ფლინი გასულ კვირაში გადადგა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სრული სიმართლე არ ჰქონდა ნათქვამი აშშ-ში რუსეთის ელჩთან საუბრების შინაარსზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG