Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის ნაციონალისტი პრეზიდენტი არ აპირებს მეორე ვადით კენჭისყრას


სერბიის ნაციონალისტი პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი აცხადებს, რომ არ აპირებს მეორე ვადით კენჭისყრას და აპრილის არჩევნებში მხარს დაუჭერს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ალექსანდარ ვუჩიჩის, კანდიდატურას. გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ ერთად ქვეყნის მართვაო, უთხრა ნიკოლიჩმა ადგილობრივ მედიას 20 თებერვალს, ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ. პოპულისტურმა „პროგრესულმა პარტიამ“ 17 თებერვალს დაასახელა ვუჩიჩი პრეზიდენტობის კანდიდატად. მომდევნო დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიკა დაჩიჩმა გამოაცხადა, რომ მისი სოციალისტური პარტიაც ემხრობა ვუჩიჩს და პრეზიდენტ ნიკოლიჩს მოუწოდებს, ნუ შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით დარჩენას.

XS
SM
MD
LG