Accessibility links

კიევში იმართება აქცია ევრომაიდანზე მოკლული აქტივისტების ხსოვნის პატივსაცემად


კიევში ათასობით ადამიანი შეიკრიბა აქციაზე ევროკავშირთან დაახლოების მხარდასაჭერად გამართული დემონსტრაციების დროს, ე.წ. ევრომაიდანზე მოკლულთა ხსოვნის პატივსაცემად. 2013-2014 წლების დემონსტრაციებზე 130-მდე ადამიანი დაიღუპა. დღევანდელი აქცია სახელწოდებით „მსვლელობა ეროვნული ღირსებისათვის“ ორგანიზებულია უკრაინის სამი ნაციონალისტური პარტიის - "სვობოდის", "ეროვნული კორპუსისა" და "მემარჯვენე სექტორის" - მიერ. აქტივისტები დღეს დილას შეიკრიბნენ „დამოუკიდებლობის მოედანზე და დაიწყეს მსვლელობა პარლამენტისაკენ, რათა თავიანთი მოთხოვნები გააცნონ პარლამენტარებს, მთავრობასა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. მოთხოვნებს შორის არის 2014 წლის თებერვალში კიევში დემონსტრაციის დარბევისას ხალხის დახოცვის გამოძიება და რუსეთთან ვაჭრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG