Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი": პოლიტიკური სიძულვილის რიტორიკა მსოფლიოში განხეთქილებას თესავს


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ შეფასებით, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მსოფლიოში მძიმე ვითარებაა იმის გამო, რომ პოლიტიკოსები „შხამიან“, „დეჰუმანიზაციისაკენ“ მიმართულ რიტორიკას იყენებენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ - თავიანთი პოლიტიკური ძალაუფლების გასამყარებლად. ეს შეფასება გამოთქმულია ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის მორიგ წლიურ ანგარიშში. "ამნესტის" გენერალური მდივანი, სალილ შეტი როგორც აღნიშნავს, არაერთი პოლიტიკური ლიდერი სარგებლობს ადამიანებში შიშის გავრცელებით და განხეთქილების დათესვით საკუთარი პოლიტიკური მომავლის უზრუნველსაყოფად. ასეთ პოლიტიკოსებად შეტი ასახელებს დონალდ ტრამპს, რეჯეპ ტაირ ერდოანს, ვიქტორ ორბანსა და სხვებს. „მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენი ანგარიშიდან მოდის, არის, რეალურად ის, რომ 2016 წელს ვიხილეთ შიშისა და სიძულვილის პოლიტიკის შემაძრწუნებელი ზრდა. მთელს მსოფლიოში ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც საზოგადოებაში განხეთქილებას თესავენ, პოლარიზაციას იწვევენ, განტევების ვაცად აქცევენ უმცირესობებს, მიგრანტებს, ლტოლვილებს. და ამის შედეგია ის, რომ ადამიანის უფლებების მხრივ მკვეთრ დაღმასვლას ვხედავთ“, - უთხრა "ამნესტის" გენერალურმა მდივანმა პარიზში საინფორმაციო სააგენტო "როიტერსს".

XS
SM
MD
LG