Accessibility links

აფხაზეთის დე ფაქტო მმართველები ადასტურებენ, რომ ე.წ. საზღვარზე ორ გამშვებ პუნქტს დახურავენ


საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ გალში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ მარტიდან აპირებენ ე.წ. საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვას. ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე წამოიჭრა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის აფხაზეთის ე.წ. ციხეში გიორგი ლუკავას პატიმრობა და შარშან მაისში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი. ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის შეხვედრები გასული წლის მაისში აღდგა. მორიგი შეხვედრა 21 მარტს არის დანიშნული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG