Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი თვის ბოლოს შუა აზიის სამ ქვეყანას ეწვევა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიმდინარე თვის ბოლოს ეწვევა შუა აზიის სამ ქვეყანას: ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა უთხრა ჟურნალისტებს და განმარტა, რომ ვიზიტით აღნიშნავენ ამ სამ ქვეყანასთან რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავს. უშაკოვის ინფორმაციით, პუტინი 27 თებერვალს ეწვევა ყაზახეთსა და ტაჯიკეთს, 28 თებერვალს კი ყირგიზეთს და სამივე ქვეყნის პრეზიდენტებს შეხვდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG