Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ოფიცერ ქალებს თავსაფრის ტარების ნება დართეს


თურქეთის სამხედრო უწყების ცნობით, სამინისტრომ შეცვალა მის მიერ დაწესებული ნორმა და ქალ ოფიცრებს სამსახურში ყოფნის დროს ისლამური ყაიდის თავსაფრის ტარების ნება დართო. ოფიციალური ინფორმაციით, ცვლილება ვრცელდება ყველა ქალ სამხედრო მოსამსახურესა და სამხედრო სასწავლებლების მდედრობითი სქესის სტუდენტებზე, რომლებსაც სამხედრო ფორმასთან ერთად თავსაფრის ტარების სურვილი აქვთ. ანალოგიური ცვლილება თურქეთში უკვე ამოქმედდა სამხედრო უწყების სამოქალაქო ოფისებში, საზღვრის დაცვისა და პოლიციის სტრუქტურებში. თურქეთი, რომელიც უპირატესად მუსლიმებით არის დასახლებული, ოფიციალურად სეკულარულ ქვეყნად ითვლება. თუმცა, 2002 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ისლამური ფესვების მქონე სამართლიანობისა და განვითარების პარტია მოვიდა, ქვეყანაში თანდათან დაიწყო გაუქმება იმ მარეგულირებელი განკარგულებისა, რაც ქალებს უკრძალავდა თავსაფრის ტარებას სასწავლო დაწესებულებებსა და სამთავრობო სტრუქტურებში.

XS
SM
MD
LG