Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის სამხედრო ძალებმა წამოიწყეს შეტევა მოსულის აეროპორტზე


ერაყის სამხედრო ძალებმა წამოიწყეს შეტევა, რომელიც მიზნად ისახავს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქ მოსულის აეროპორტის გათავისუფლებას. ოფიციალური ცნობებით, ელიტური ანტიტერორისტული ქვედანაყოფები 23 თებერვალს მიუახლოვდნენ ექსტრემისტების ხელთ არსებულ ღაზლანის ბაზას, რომლის გარშემოც გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. ერაყის არმიის მთავარ ამოცანას, მოსულის აეროპორტის გათავისუფლება და ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულზე სრული კონტროლის აღდგენა წარმოადგენს. აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით მიმდინარე ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში, ერაყის არმიამ თებერვლის განმავლობაში საგრძნობლად წაიწია წინ ქალაქ მოსულის მიმართულებით და აღადგინა კონტროლი მთლიანობაში 120 კვადრატული კილომეტრის მოცულობის ტერიტორიაზე. ქალაქ მოსულს, რომელშიც დღეისათვის დაახლოებით 750 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწოფო“ 2014 წლის მაისიდან აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG