Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების ზონა მხოლოდ სირიის მონაწილეობით უნდა შეიქმნას


რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის გამართოს მოლაპარაკება აშშ-ის გეგმაზე, რომელიც სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნას ითვალისწინებს. თუმცა, მოსკოვი დარწმუნებულია, რომ მსგავსი გეგმა საჭიროებს კოორდინაციას სირიის მთავრობასთან. ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 22 თებერვალს განაცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი იყოს აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილეროსნთან ბერლინში გამართული შეხვედრის ფარგლებში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ სურს უსაფრთხოების ზონის შექმნას სირიაში, სადაც ომისგან დევნილიადამიანები დაბინავდებიან ნაცვლად იმის, რომ ლტოლვილებად იქცნენ აშშ-სა და ევროპაში. დონალდ ტრამპმა დაავალა აშშ-ის თავდაცვის მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს, რათა შეიმუშაონ ასეთი უსაფრთხოების ზონის შექმნის გეგმა. თუმცა, როგორც რექს ტილეროსონს უთქვამს მისი რუსი კოლეგისათვის, გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. სერგეი ლავროვი, სჩანს, მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტს, რომელიც მიიჩნევს, რომ ნებისმიერი გარე ძალის მცდელობა სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ, რომელიც არ იქნება შეთანხმებული ხელისუფლებასთან, ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფად ჩაითვლება.

XS
SM
MD
LG