Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიიდან თვითმფრინავით უკან ავღანეთში გააგზავნეს დევნილების მესამე ნაკადი


22 თებერვალს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიიდან უკან ჩაიყვანა თავშესაფრის მაძიებელი 18 ავღანელი მოქალაქე. მანამდე გერმანიის სათანადო სტრუქტურებმა ჩათვალეს, რომ ისინი არ აკმაყოფილებდნენ მიგრანტის სტატუსის მიღების მოთხოვნებს. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ავღანეთიდან დევნილებთა დეპორტირების გერმანიიდან, რასაც აკრიტიკებენ გერმანიის ხელისუფლების ოპოზიცია და უფლებათადამცველი ჯგუფები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დეპორტირებულთათვის ავღანეთში უსაფრთხოების არავითარი გარანტია არ არსებობს. თუმცა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გერმანია, რომელიც ნატოს სარდლობით მიმდინარე კოალიციური ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია და რომელიც მიიჩნევს, რომ ავღანეთის დიდი ნაწილში უსაფრთხოების გარემო გაუმჯობესდა.

XS
SM
MD
LG