Accessibility links

თბილისში ერთმანეთს შეხვდნენ სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები


23 თებერვალს თბილისში გაიმრთა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი, რომელიც ამ პოსტზე 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა, პირველად ჩამოვიდა საქართველოში. „სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად“, - მიმართა კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს. მხარეებმა, პირისპირ შეხვედრისას, სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. სომხეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით ორი დღის განმავლობაში დაყოფს საქართველოში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG