Accessibility links

საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძეს ჩვენების მიცემაზე თანხმობა მისცა


ვთხოვეთ ადვოკატებს, გადასცენ მამა გიორგის, რომ მისცეს ჩვენება და დაასახელოს ის შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს ასეთი ინფორმაციის გაცემის შემდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან, დაკავებული დეკანოზის ადვოკატებისა და სინოდის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. „ნამდვილად გულისყურით ველოდებით და მთელი ათი დღე ვართ ამ მოლოდინის რეჟიმში, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგოთ სიმართლე, რის თქმა უნდა მამა გიორგის, რატომ იკავებს ამდენი ხანი თავს და რასთან დაკავშირებით არის ეს დუმილი მისი მხრიდან”, - აღნიშნა პატრიარქის მდივანმა. მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო საგამოძიებო ორგანოებს სრულ ნდობას უცხადებს, საზოგადოებას კი მოუწოდებს ხელი არ შეუშალონ გამოძიების ეფექტურად წარმართვას. 23 თებერვალს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია „ციანიდის საქმის“ გარშემო. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG