Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმიამ დაიკავა მოსულის აეროპორტი


გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის არმიამ, რომელიც იერიშს ახორციელებს ქალაქ მოსულის დასავლეთ მიმართულებიდან, 23 თებერვალს კონტროლი დაამყარა ქალაქის აეროპორტზე. ამის შესახებ ერაყის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არმიის ნაწილები დიდი წინააღმდეგობას წააწყდნენ აეროპორტში გამაგრებული ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მხრიდან. აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით მიმდინარე ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში, ერაყის არმიამ თებერვლის განმავლობაში საგრძნობლად წაიწია წინ ქალაქ მოსულის მიმართულებით და აღადგინა კონტროლი მთლიანობაში 120 კვადრატული კილომეტრის მოცულობის ტერიტორიაზე. ქალაქ მოსულს, რომელშიც დღეისათვის დაახლოებით 750 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწოფო“ 2014 წლის მაისიდან აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG