Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა დაპატიმრების ორდერი გასცა ევროპარლამენტის სამ წევრზე მთიან-ყარაბაღში ჩასვლის გამო


აზერბაიჯანის პროკურატურამ საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიტანა ევროპარლამენტის სამი წევრი და რამდენიმე ევროპელი მკვლევარი, რომლებიც აზერბაიჯანის სეპარატისტულ მთიანი-ყარაბაღის რეგიონს ესტუმრნენ. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ 22 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ პირთა შორის, რომლებზეც დაპატიმრების ორდერი გაიცა, ევროპარლამენტის წევრი, იარომირ შტეტინაცაა, რომელსაც ბაქოს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სეპარატისტულ მთიან-ყარაბაღში 21 თებერვალს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და რეგიონისათვის ახალი სახელის „არცახის“ მინიჭებას. რეფერენდუმში, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკანონო უწოდეს, მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 87,6%-მა.

XS
SM
MD
LG