Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქ ილია მეორის მდივანმა პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა


პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. 23 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ამის მიზეზად მან დაასახელა პატრიარქის დაცვის უფროს, სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. უფრო ადრე მიქაელ ბოტკოველზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რასაც მოჰყვა ინტერპრეტაციები პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობიდან სავარაუდო გათავისუფლების თაობაზე. ამის გამო სოსო ოხანაშვილმა პატრიაქრის მიდივანი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. "მე ვთქვი სწორედ ის, რაც ვნახე. აქამდე სოსო ოხანაშვილი ნანახი არ მყავდა საპატრიარქოში. მატყუარა და თვალთმაქცი არის თვითონ და მას საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა და დასძინა, რომ პროტესტის ნიშნად მიდის საქართველოს საპატრიარქოდან.

XS
SM
MD
LG