Accessibility links

სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ვანო მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენი


თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს გამოუტანა პარლამენტის ყოფილ წევრზე, ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი თავდასხმის საქმეზე. 2016 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო ძალადობით და ჯგუფურად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 6 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი ვანო მერაბიშვილმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG