Accessibility links

თეთრი სახლი FBI-ის სთხოვს გააბათილოს ცნობები კავშირებზე ტრამპსა და რუსეთს შორის


თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რინს პრიბუსმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს მოუწოდა გააბათილონ მედიის მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე მრჩევლებსა და რუსეთის სადაზვერვო აგენეტებს შორის არაერთი საუბარი შედგა არჩევნების პერიოდში. ამის შესახებ აშშ-ის მედია იუწყება. „ასოშიეტედ პრესი“ იმოწმებს თეთრი სახლის წყაროებს, რომლის თანახმადაც პრიბუსმა ეს მოთხოვნა ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორსა და მის მოადგილეს მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ფედერალური გამოძიების ბიურომ თეთრ სახლს უთხრა, რომ მას არ სჯერა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ გავრცელებული ცნობის სიზუსტის. ცნობა ეხებოდა კონტაქტებს ტრამპის მრჩევლებს და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. როგორც იუწყებიან, პრიბუსმა ფედერალური გამოძიების ბიუროს წარმომადგენლებს მოუწოდა სულ მცირე ჟურნალისტებს გაესაუბრონ და გააბათილონ მედიის მიერ გავრცელებული ცნობები, თუმცა, მათ ეს თხოვნა უარყვეს და საჯაროდ ამ საქმის შესახებ არაფერი უთქვამთ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG