Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნია ჰააგას მოუწოდებს გადასინჯოს განაჩენი, რომელმაც სერბიას მოუხსნა გენოციდის ბრალდება


23 თებერვალს ბოსნიამ ოფიციალურად მოუწოდა გაეროს ტრიბუნალს გადასინჯოს მის მიერ 2007 წელს მიღებული განჩინება, რომელმაც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა სერბია 1990 წლების ბოსნიის ომის დროს ჩადენილი გენოციდის საქმეზე. მოწოდებამგააღიზიანა ბოსნიელი სერბები და სერბიის ხელისუფლება. ერთობლივი განცხადება გაავრცელეს დიდი სახელმწიფოების, მათ შორის აშშ-ისა და რუსეთის ელჩებმა. მათ მოუწოდეს დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგის გაგრძელებისა და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებისკენ. ბოსნიის ბევრი ოფიციალური პირი შეეწინააღმდეგა გაეროსადმი გაგზავნილ ამ მოწოდებას, იმ არგუმენტით, რომ მან შეიძლება გააღვივოს ახალი პოლიტიკური კრიზისი ეთნიკურად გახლეჩილ ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG