Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპს სურს აშშ-ის ბირთვული არსენალი „საუკეთესო“ იყოს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს გააძლიეროს მისი ქვეყნის ბირთვული არსენალი, რათა ის იყოს „საუკეთესო“ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის. სააგენტო როიტერთან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, ატომური შესაძლებლობებით აშშ ჩამორჩაო. „ძალიან კარგი, საოცნებო მსოფლიო იქნებოდა ის, რომელშიც არც ერთ ქვეყანას არ ექნებოდა ატომური იარაღი. მაგრამ თუ ქვეყნებს ეს შეიარაღება ექნებათ, ჩვენ ამაში საუკეთესოები ვიქნებითო“, განაცხადა ტრამპმა. მან ასევე განაცხადა, აშშ-სა და რუსეთს შორის 2010 წლის ახალი შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ (ანუ New START-ი) „ცალმხრივიაო“. შეთანხმება ორივე მხარისგან მოითხოვს მომავალი წლის თებერვლამდე თანაბარ დონემდე შეამცირონ სტრატეგიული ბირთვული იარაღის არსენალი და ეს დონე 10 წლის განმავლობაში შეინარჩუნონ. „მორიგი ცუდი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანამ გააფორმა - იქნება ეს „სტარტი“, თუ ირანთან ბირთვული შეთანხმება“ - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, ამიერიდან აშშ კარგ შეთანხმებებს გააფორმებსო.

XS
SM
MD
LG