Accessibility links

ათობით ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ ჰომსში მომხდარი თავდასხმების შედეგად


ათობით ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი უშიშროების მაღალჩინოსანი დაიღუპნენ შეიარაღებული პირებისა და თვითმკვლელების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად სირიის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰომსში. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, 25 თებერვლის თავდასხმების სამიზნეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სამხედრო დაზვერვის შტაბები წარმოადგენდნენ. ობსერვატორიის ცნობით თავდასხმების შედეგად დაიღუპა 42 კაცი, თუმცა პროვინციის ხელმძვანელობა აცხადებს, რომ ეს ციფრი 32-ს არ აღემატება.სირიის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ცნობის თანახმად, თავდასხმების შედეგად დაიღუპა ჰომსის პროვინციის სამხედრო დაზვერვის უფროსი, გენერალი ჰასან დააბული. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა, დაჯგუფება ჯაბჰატ ფატ ალ სამმა, რომელიც ალ-ნუსრას ფრონტის სახელით იყო ცნობილი გასულ წლამდე, ვიდრე ოფიციალურად არ გაწყვიტა კავშირი ალ ყაიდასთან. სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ჰომსი, უპირატესად პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობის კონტროლს ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG