Accessibility links

საქართველოში პატივი მიაგეს საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას


23-25 თებერვალს მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა წითელი არმიის წინააღმდეგ დაღუპული იუნკრების ხსოვნა. 23 თებერვალს თბილისში, პარლამენტის ეზოში, იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 25 თებერვალს კი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ტაბახმელაში, იუნკერთა მემორიალთან შეიკრიბნენ. „ჩვენ გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა იუნკერთა მემორიალთან განაცხადა, სადაც მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო. იუნკრები 1921 წლის თებერვალში მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. მათი უმეტესობა ძალიან ახალგაზრდა იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG