Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სტუმრად იმყოფება ამერიკელ კონგრესმენთა ჯგუფი


ჩვენ დავბრუნდებით სახლებში, რათა ჩვენ კოლეგებს და ამომრჩევლებს ვუთხრათ, რომ საქართველოში ნამდვილად პროგრესია, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ის და მისი კოლეგები ძალიან კმაყოფილები არიან იმ შეხვედრითა და დიალოგით, რომელიც ქართველ კანონმდებლებთან გაიმართა. როგორც დევიდ პრაისმა განაცხადა, ის საქართველოში ორი წლის წინ იმყოფებოდა და დღევანდელი ვიზიტის შემდეგ ის ხედავს, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა. „ნამდვილად აღტაცებულები ვართ საქართველოთი, იმ ბრძოლით, რომელსაც თქვენ უკვე მრავალი წელია აწარმოებთ. იმ მხარდაჭერით, რომელსაც თქვენ წევთ ავღანეთში, სადაც 31 ქართველი მებრძოლი დაიღუპა სამშვიდობო ოპერაციებისას. ნატო-სთან ერთად თქვენი საქმიანობა, ნამდვილად იმსახურებს ყველაფერ დადებითს. საქართველომ ბევრს რამეს მიაღწია უკვე“- განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა. საქართველოს პარლამენტს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი (ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა). დელეგაციას დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა. კონგრესმენები ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG