Accessibility links

მედიის წარმომადგენლები გმობენ თეთრი სახლის ბრიფინგის მონაწილეთა სიიდან მათ ამოღებას


რამდენიმე მედიაორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკა მათი ჟურნალისტების დაუშვებლობა თეთრი სახლის პრესმდივნის ბრიფინგზე. 24 თებერვალს თეთრმა სახლმა რამდენიმე ჟურნალისტი არ დაუშვა არაფორმალურ ბრიფინგზე, რომელიც "gaggl“-ის,ანუ რეპორტიორების ხმაურიანი შეკრების სახელით არის ცნობილი. სი-ენ-ენის, ნიუ-იორკ ტაიმსის, ბი-ბი-სისა და რამდენიმე სხვა მედიაორგანიზაციას წარმომადგენელი თეთრმა სახლმა ამოიღო იმ ბრიფინგის მონაწილეთა სიიდან, რომელსაც პრესმდივანი შონ სპაისერი მართავდა. ნიუ-იორკ ტაიმსმა ამ ნაბიჯს „ დემოკრატიული იდეალების ნამდვილი შეურაცხყოფა“ უწოდა, ბი-ბი-სიმ კი თეთრი სახლისაგან განმარტება მოითხოვა. ასოშიეიტედ პრესისა და ტაიმის ჟურნალისტებმა სოლიდარობის ნიშნად თავადვე დატოვეს ბრიფინგის დარბაზი მას შემდეგ, რაც მათი კოლეგების არდაშვების შესახებ გაიგეს. თეთრ სახლში ჟურნალისტების დაშვების აკრძალვას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეტევა „ახალი ამბების შეთითხნით დაკავებულ" რამდენიმე წამყვან მედიასაშუალებაზე, რომლებსაც დონალდ ტრამპმა "ამერიკელი ხალხის მტრები“ უწოდა.

XS
SM
MD
LG