Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსულთან მოკლეს ქურთი ტელეჟურნალისტი ქალი


ერაყის ქართულენოვანი ტელეარხის ჟურნალისტი ქალი დაიღუპა 25 თებერვალს გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად მოსულთან ახლოს, სადაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ერაყის არმიასა და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შორის. სამაუწყებლო ორგანიზაცია რუდოს განცხადებით, ტელეკომპანიის წამყვანი 30 წლის შიფა გერდი აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა, ოპერატორი იუნის მუსტაფა კი დაიჭრა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი დილის სპეციალურ პროგრამაში მოსულზე იერიშის შესახებ საუბრობდა. ერაყის ქალაქ მოსულან ოპერაციის გაშუქების დროს ოქტომბრის თვეში ტელეჟურნალისტ ალი რაისანი დაიღუპა. ერაყი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლება ჟურნალისტებისათვის. ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მიერ შედგენილი 2016 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსით, 180 ქვეყანას შორის ერაყი 158-ე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG