Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სპეცოპერაციის დროს რამდენიმე პირი დააკავეს


თბილისის ერთ-ერთ რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ექვსი პირი, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით, ერთ-ერთი მოქალაქის გატაცებაში არიან ბრალდებულნი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციაში, რომელიც სამგორის რაიონში ჩატარდა, შსს-ს სპეცრაზმის 20-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილთა მანქანიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი და დაზარალებულისათვის წართმეული 5600 ლარი.

XS
SM
MD
LG