Accessibility links

პატრიარქ ილია მეორის დაცვის უფროსი მის მიმართ არსებულ ეჭვებზე საუბრობს


პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ არის მცდელობა, ე.წ. ციანიდის საქმესთან მისი დაკავშირება მოხდეს. მისივე თქმით, პატრიარქს გერმანიაში უთხრეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბერლინში მის მოსაწამლად მიდიოდა. „პირდაპირ უთხრეს და არა მარტო ეს, არამედ ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, თითქოს მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და არის მცდელობები, მოხდეს ამ საქმესთან ჩემი დაკავშირება”, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმადამოუკიდებელი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- თან საუბარში. მანამდე ამავე ტელეარხით გავრცელდა ცნობა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსის პოსტს მალე დაიკავებს ზურაბ ბუჩუკური.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG