Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ადამიანი გამოვიდა მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად


ათასობით მოქალაქე გამოვიდა მოსკოვის ქუჩებში ორი წლის წინ მოკლული, კრემლის კრიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად. რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოადგილე და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი 2015 წლის 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ქუჩაში მოკლეს. გამოძიებამ მკვლელობაში ბრალდებულად სცნო ჩრდილოეთ-კავკასიის ჩეჩნეთის წარმომადგენელი ხუთი პირი, რომლებიც უარყოფენ ბრალდებას. დღევანდელი მსვლელობა, რომელიც სანქცირებული იყო, დაიწყო პუშკინის სკვერიდან და სახაროვის მოედანზე გაგრძელდა. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ რუსეთის სახელმწიფო და პარტია „პარნასის“ დროშები.

XS
SM
MD
LG