Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ციანიდის საქმის“ მთავარ ბრალდებულს 27 თებერვალს დაკითხავენ


გახმაურებული „ციანიდის საქმის“ მთავარ ბრალდებულ სასულიერო პირს, გიორგი მამალაძეს, 27 თებერვალს დაკითხავენ, - ამის შესახებ იუწყება მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაური. მისივე თქმით, მამალაძე დაკავების დღიდან არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობდა ჩვენების მიცემაზე. „დაკავების შემდეგ მას ხუთჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, მაგრამ ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“ - განაცხადა პროკურორმა. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

XS
SM
MD
LG