Accessibility links

კორუფციის ბრალდებით დააკავეს ყირგიზეთის წამყვანი ოპოზიციონერი


სამართალდამცველებმა კორუფციის ბრალდებით დააკავესყირგიზეთის ოპოზიციის წამყვანი ფიგურა, ომურბეკ ტაკებაევი, რის შემდეგაც იგი ვეღარ შეძლებს, წამოაყენოს თავისი კანდიდატურა 19 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. პარტია „ატა-მეკენის“ ლიდერი ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა 26 თებერვალს სტამბოლიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. მანამდე პროკურატურამ მის წინააღმდეგ კორუფციული დანაშაულის საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში 50-მდე კაცმა გააპროტესტა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG