Accessibility links

მოსკოვში დასრულდა ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა


ათასობით მოქალაქე გამოვიდა მოსკოვის ქუჩებში ორი წლის წინ მოკლული, კრემლის კრიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად. რუსეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილე და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი 2015 წლის 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ქუჩაში მოკლეს. გამოძიებამ მკვლელობაში ბრალდებულად სცნო რუსეთის ჩრდილოეთ-კავკასიის რეგიონ, ჩეჩნეთის წარმომადგენელი ხუთი პირი, რომლებიც უარყოფენ ბრალდებას. დღევანდელი მსვლელობა, რომელიც სანქცირებული იყო, დაიწყო პუშკინის სკვერიდან და სახაროვის მოედანზე დასრულდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG