Accessibility links

ილია მეორის დაცვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ხალხს სიმართლეს ეტყვის


სოსო ოხანაშვილი, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის უფროსი აცხადებს, რომ აპირებს, საზოგადოებას ბევრ რამეზე ელაპარაკოს, ეკლესიის შიგნით არსებულ დაპირსპირებასა და უკანონობაზე, რათა ეკლესია „გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისაგან“. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ოხანაშვილმა თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პირადად მიმართა თხოვნით ილია მეორეს. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ "გარკვეული ძალების" მხრიდან არის მცდელობა, "ციანიდის საქმესთან" მისი დაკავშირება მოხდეს. მისივე თქმით, პატრიარქს გერმანიაში უთხრეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბერლინში მის მოსაწამლად მიდიოდა. „პირდაპირ უთხრეს და არა მარტო ეს, არამედ ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, თითქოს მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და არის მცდელობები, მოხდეს ამ საქმესთან ჩემი დაკავშირება”, - განაცხადა ოხანაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- თან საუბარში.

XS
SM
MD
LG