Accessibility links

ყირგიზეთში ასობით ადამიანმა გააპროტესტა ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება


ყირგიზეთში ზედიზედ მეორე დღეს გაიმართა საპროტესტო აქცია ოპოზიციურ პარტიას ატა-მეკენის ლიდერის, ომურბეკ ტეკებაევის გათავისუფლების მოთხოვნით. დღეს, სულ ცოტა, 300 ადამიანი შეიკრიბა ბიშკეკში. დემონსტრანტები, მათივე თქმით, „პროვოკაციად“ მიიჩნევენ ტეკებაევის დაკავებას. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ის „კორუფციასთან კავშირში გამოძიების“ გამო დააკავეს. მალეა მოსალოდნელი გადაწყვეტილება შესაძლო წინასწარი პაატიმრობის საკითხზე. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ასია სასიკბაევამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციები გაგრძელდება ტეკებაევის გათავისუფლებამდე.

XS
SM
MD
LG