Accessibility links

პოლიციამ ექვსი აქტივისტი დააკავა მოსკოვის ცენტრში, ბორის ნემცოვის მემორიალთან


რუსეთიდან გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ ექვსი აქტივისტი დააკავა მოსკოვში, კრემლის მახლობლად, სადაც ორი წლის წინ მოკლეს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი და სადაც მის მხარდამჭერებს მისი მემორიალი აქვთ მოწყობილი. ვებპორტალი ო-ვი-დი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას რუსეთში დაკავებების შესახებ, იუწყება, რომ პოლიციელებმა ექვსი ადამიანი დააკავეს 26 თებერვლის საღამოს. ხოლო მოსკოვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები პოლიციელებთან ერთად მივიდნენ ნემცოვის მემორიალთან და წაიღეს სანთლები და ყვავილები მას შემდეგ, რაც მოსკოვის ცენტრში 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG