Accessibility links

ევროკავშირი და სომხეთი ახალ შეთანხმებაზე მუშაობენ


ევროკავშირი და სომხეთი მუშაობენ ახალ შეთანხმებაზე პოლიტიკური ურთიერთობის გასააქტიურებლად მას შემდეგ, რაც ერევანმა ამ, დაახლოებით, სამნახევარი წლის წინ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და ამის ნაცვლად გაწევრიანდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, რომელსაც რუსეთი უდგას სათავეში. მოსალოდნელია, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ბრიუსელში დღევანდელი ვიზიტისას მოახდენს შეთანხმების ინიცირებას, ხოლო მაისში მას ხელს მოაწერენ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობის მიუხედავად, სომხეთმა მასზე უარი თქვა 2013 წელს, მოსკოვიდან ზეწოლის გამო. 2015 წლის დეკემბერში კი ერევანმა დაიწყო ევროკავშირთან მოლაპარაკება ახალ შეთანხმებაზე, რომელიც ნაკლებად ამბიციურია, ვიდრე 2013 წელს მიტოვებული და არ შეიცავს თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს - განსხვავებით საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინისაგან, რომლებსაც ევროკავშირთან დადებული აქვთ შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზეც. აზერბაიჯანმა ასევე მიმდინარე წელს დაიწყო მოლაპარაკება ევროკავშირთან ახალი შეთანხმების თაობაზე. ამჟამად ძალაშია 1999 წელს ხელმოწერილი შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG