Accessibility links

მიმდინარეობს დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა


„მითითებები იმაზე, რომ პროკურატურა რაღაცას აჭიანურებს, მორიგი სიცრუეა დაცვის მხარის მხრიდან“, - ამის შესახებ განაცხადა ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულს დაკავების დღიდან არაერთხელ შესთავაზეს ჩვენების მიცემა, თუმცა მან ყველა ჯერზე უარი განაცხადა. წიკლაურის თქმით, ადვოკატებს ბრალდებულის გამოკითხვა და გამოკითხვის ოქმის გამოძიებისთვის წარდგენა თავადაც შეეძლოთ, თუმცა ეს არ გააკეთეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დაცვის მხარის განცხადებები გაჭიანურებასა თუ ბრალდებულზე ზეწოლის შიშებზე, სპეკულაციებია. ამ წუთებში ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურორების ბრალდებებს უპასუხებს და მათ მოუწოდებს, რომ დღევანდელი ჩვენების საფუძველზე „პროკურატურამ ჭეშმარიტი ძიება დაიწყოს“.როგორც დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე განაცხადა, სიცრუეა პროკურორების განცხადება იმის თაობაზე, რომ მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის ხუთი მცდელობა იყო.

XS
SM
MD
LG