Accessibility links

ავღანეთში ქართული ქვედანაყოფი განაგრძობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს


ქართულ-ავღანური სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განმტკიცებისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართული ქვედანაყოფი განაგრძობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს. როგორც „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქაბულის პროვინციაში, ქარა ბაღის რაიონის გამგებელ აბდულ სენი შარიფთან მორიგი შეხვედრა გამართა. გამგებელმა ქართული ქვედანაყოფის მეთაურს რაიონის გამგეობაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარიშეეხო განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG